11 წლის ლიზი გერსამიას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

11 წლის ლიზი გერსამიას ისტორია ყველა ადამიანს გულს ატკენს, განსაკუთრებით მათ, ვისაც შვილები ჰყავს! ეს ამბავი ქალაქ ფოთში 2014 წლის მარტში მოხდა. პატარა ლიზი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. ნაწვიმარ გზაზე დიდი სიჩქარით მანქანა მოჰქროდა. ახალგაზრდა გამოუცდელმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და პატარა გოგონას დაეჯახა. ერთმა წამმა ხაზი გადაუსვა ლიზის ბედნიერ ცხოვრებას…

ლიზი კომაში იყო,  თვეების განმავლობაში რეანიმაციაში იწვა. ექიმები იმედს არ იძლეოდნენ. მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს, რაც კი ჰქონდათ, შვილი სამკურნალოდ თბილისში ჩაიყვანეს და ახლა უსახსრობის გამო ნათესავებთან ცხოვრობენ.

მათ იციან, რომ ლიზი ისეთი აღარ იქნება, როგორც ავტოკატასტროფამდე. იციან, რომ  ის ვეღარ იმღერებს და იცეკვებს, მაგრამ მთავარია, რომ მან იცოცხლოს!

ოჯახმა, ნათესავებმა, ნაცნობებმა, კლასელებმა, ყველამ წვლილი შეიტანეს ლიზის სამკურნალოდ თანხების მობილიზებაში. რეაბილიტაციამ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. ლიზიმ თვალები გაახილა, ყლაპვა და ხელის მოძრაობა შეძლო. მაგრამ, როგორც კი თანხების უქონლობის გამო რეაბილიტაცია შეაჩერეს, ლიზის მდგომარეობა ისევ გაუარესდა. მშობლებმა აღარ იციან ვის მიმართონ დახმარების თხოვნით. მათ არაფერი დარჩათ!

ახლა ლიზის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ის საავადმყოფოშია,  სუნთქვის აპარატის გარეშე 10 წუთიც ვერ ძლებს. ჩვენ ვიწყებთ აქციას პატარა ლიზის დასახმარებლად! მას სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები. რატომღაც საყოველთაო დაზღვევა ამას არ ითვალისწინებს მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია.

“ეს საბედისწერო დღე რომ არ ყოფილიყო, ლიზი ახლა მეხუთე კლასში იქნებოდა, ისეთივე სიცოცხლით სავსე, მხიარული, კისკისა გოგონა! წარმოიდგინეთ, როგორ მძიმედაა ახლა ლიზი, როგორ უჭირთ მის მშობლებს და იმოქმედეთ თქვენი გულის კარნახით! თუ გაქვთ საშუალება, ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ლიზის, თანხა შეგიძლიათ, ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება ლიზი გერსამია) ან პირდაპირ ვებგვერდიდან: “, – აცხადებენ “ჩერნოვეცკის” ფონდში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები