თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს  თბილისის მოსახლეობის ნაწილს  ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა გლდანის რაიონში10 საათიდან 18 საათამდე შეეხება გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების X კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, ანაპის 414-ე დივიზიის, ჭოპორტის და შატილის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის, დიდუბის დასახლების, თორნიკე ერისთავის, მოლითის, ჩარგლისა და ქუთათელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის, სესილია თაყაიშვილის, ქინძმარაულის, ჩხიკვაძის, ნაკადულის, ჯამაგიძისა და მუხაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში  10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნორიოს, ქინქლაძის, გროზნოს, კიკვიძის, თეთნულდისა და პალიასტომის ქუჩების მცხოვრებლებს.
ხოლო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირისა და ვაგზლის მოედნის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, ალუბლებისა და ემზარ სულაქველიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბროსეს ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში  10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, შარტავას, გეგეჭკორის, ედიშერ მაღალაშვილის, მარიკა ბარათაშვილისა და ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის IV კვარტლის, ელგუჯა ამაშუკელის, შალვა ნუცუბიძის, დელისის, ნადარეიშვილისა და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები