დღევანდელი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია დასრულებულია. აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს და აქცია დაასრულეს.

მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელია ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, 20-21 ივნისს დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა ხვალ, 24 ივნისს, 14:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან შსს-მდე, ავტოკოლონის სიგნალებით მსვლელობა დააანონსეს.

აქციის მონაწილეთა ნაწილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, შიმშილობას დაიწყებენ.

ცნობისთვის, საპროტესტო აქცია ხვალ კვლავ 19:00 საათზე განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები