აქციის მონაწილეებმა ხვალ, რესპუბლიკის მოედნიდან შსს-მდე, ავტოკოლონის სიგნალებით მსვლელობა დააანონსეს

ხვალ, 24 ივნისს, 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მანქანების ავტოკოლონა სიგნალებით გაემართება. ამის შესახებ დღევანდელ აქციაზე მომიტინგეებმა განაცხადეს.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია დასრულებულია, თუმცა, აქციის მონაწილეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით მშვიდობიან მსვლელობას აწყობენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, შიმშილობას დაიწყებენ. საპროტესტო აქცია ხვალ კვლავ 19:00 საათზე განახლდება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია უკვე მეოთხე დღეა რაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია, ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, 20-21 ივნისს დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები