აქციის მონაწილეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით მიემართებიან
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დასრულებულია. აქციის მონაწილეთა ნაწილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, შიმშილობას დაიწყებენ. საპროტესტო აქცია ხვალ 19:00 საათზე განახლდება.
აქციის დასასრულს, მომიტინგეები, რუსთაველის გამზირიდან მშვიდობიანი მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია უკვე მეოთხე დღეა რაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია, ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, 20-21 ივნისს დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ.
ფოტო გადაღებულია აქციის მესამე დღეს