სანდრა რულოვსის აქციაზე გამოჩენას უკმაყოფილება მოჰყვა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სანდრა რულოვსი მივიდა, რასაც იქ შეკრებილებილ ადამიანთა გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

რულოვსის თქმით, ის აქციაზე როგორც ორი ქართველის დედა მივიდა. მისივე განცხადებით, აქციაზე გამომსვლელთა მოსმენას აპირებს და ტრიბუნაზე ასვლას არ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია უკვე მეოთხე დღეა რაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია, ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, 20-21 ივნისს დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები