კახა კალაძე: პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანებს, ვინც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ – ამას აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება

“პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანებს, კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებს, ვინც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ და პარლამენტში შევარდნისკენ, ამ ლიდერების მიმართულებით მოჰყვება აუცილებლად სამართლებრივი რეაგირება”, –  ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ის, რაც პარლამენტის შენობაში ხდებოდა მძიმე სანახავი იყო და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას.

„არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გამოვეხმაურო დედაქალაქში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს. ბუნებრივია, ძალიან იმოქმედა თითოეულ ჩვენგანზე, თითოეულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეზე და რაც ხდებოდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მე ამასთან დაკავშირებით გუშინაც ვისაუბრე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყო ძალიან მძიმე სანახავი და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ჩვენს გუნდს, პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვა ძალიან მკაცრი რეაგირება, პარლამენტის თავმჯდომარემ გადადგა ღირსეული ნაბიჯი და მან დატოვა თანამდებობა. ის, რაც საღამოს მოხდა, ძალიან მძიმე სანახავი იყო, ამდენი დაშავებული ადამიანი, უმძიმესი კადრები ვნახეთ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანებს, იმ კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებს, ვინც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ და პარლამენტში შევარდნისკენ, ამას  აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია უკვე მეოთხე დღეა რაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია, ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, 20-21 ივნისს დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ სააპელაციო სასამართლომ 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებულებიდან  3 პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები