რუსი დეპუტატი ანტისაოკუპაციო ლოზუნგის გამო, ფიფასგან ქართველი ფეხბურთელების დასჯას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი იგორ ლებედევი ქართველი ფეხბურთელების მიერ საქართველოს ჩემპიონატზე ანტისაოკუპაციო მაისურებით გამოჩენას ეხმაურება. როგორც მან ტვიტერზე დაწერა, ფიფა ვალდებულია, ოფიციალური თამაშების დროს ფეხბურთელების ასეთ საქციელზე რეაგირება მოახდინოს.
„ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია ვალდებულია, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რეაგირება მოახდინოს ფეხბურთელების მსგავს მოქმედებებზე ოფიციალური თამაშების დროს“, – დაწერა რუსმა დეპუტატმა ტვიტერზე.
ცნობისთვის, ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „ლოკომოტივისა“ და „რუსთავის“ ფეხბურთელების მაისურებზე ამგვარი წარწერა იყო დატანილი – „გვახსოვს, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები