კახა კალაძე: ირაკლი კობახიძის გადადგმულ ნაბიჯს ღირსეულს ვუწოდებ

“ირაკლი კობახიძეს არ დაუწყია გარჩევა, თუ ვისი ბრალი იყო, თქვა, რომ ეს არის მისი პასუხისმგებლობა და გადადგა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძე ირაკლი კობახიძის გადადგმულ ნაბიჯს ღირსეულს უწოდებს.
„ირაკლის გადადგმულ ნაბიჯს მე ღირსეულს ვუწოდებ. ის, რაც მოხდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, იყო ძალიან მძიმე სანახავი ყველა ადამიანისთვის და ამას მოჰყვა ძალიან მკაცრი განცხადებები ჩვენი მხრიდან.ირაკლი მაგ დღეს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანში, მან შეწყვიტა ვიზიტი და პირდაპირ ვიტყვი, რომ გადადგა ღირსეული ნაბიჯი. არ დაწყებულა გარჩევა, თუ ვისი ბრალი იყო, რა მოხდა, რატომ იჯდა იქ ბატონი გავრილოვი, რატომ იყო წამოსკუპებული, ვინ უნდა მჯდარიყო და ა.შ. – ამის გარჩევა არ დაუწყია და თქვა, რომ ეს არის მისი პასუხისმგებლობა და გადადგა. ვიხილავთ თუ არა საკონსტიტუციო სასმართლოში, ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები