რუსთაველის გამზირიდან წაღებული სცენა დააბრუნეს

„თბილსერვის ჯგუფმა“ აქციის ორგანიზატორების სცენა პარლამენტთან დააბრუნა.
მანამდე კი რუსთაველის გამზირზე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა მივიდა, რომელმაც განმარტა, რომ სამსახურის თანამშრომლებმა დასუფთავების ფარგლებში წაიღეს კონსტრუქცია.
„გეგმიური დასუფთავების ფარგლებში ვახორციელებთ ეს დღეები განსაკუთრებულად რუსთაველის გამზირის დასუფთავებას. არსებული დასუფთავების ფარგლებში იქნა კონსტრუქცია აღმოჩენილი, რომელიც განთავსებული არის ჩვენს ტერიტორიაზე და აუცილებლად დაბრუნდება, დაუბრუნდება არსებულ ლოკაციაზე. რაც შეეხება ტექნიკას, ეს უცნობია იმიტომ, რომ ჩვენს თანამშრომლებს არ დახვედრია არანაირი ტექნიკა, ეს უკვე, ალბათ, სხვა მოკვლევის საკითხია“ – განაცხადა ჯღარკავამ.
ცნობისთვის, დღეს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მერია სცენის მოპარვაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები