აქციაზე მიღებული დაზიანებების შედეგად, სხვადასხვა კლინიკაში 28 პაციენტი რჩება, მათგან ორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
თბილისის ცენტრში, 20 ივნისს, ღამით, პარლამენტის შენობის წინ განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულთაგან კლინიკებში 28 პაციენტი რჩება, მათგან ორის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.
კლინიკებში მყოფ პაციენტებს შორისაა 2 პოლიციელი, 3 ჟურნალისტი და 23 მოქალაქე. სამედიცინო დაწესებულებებში სულ 240 დაშავებული იყო გადაყვანილი.ცნობისა
თვის, 20 ივნისს, ღამით, პარლამენტის შენობის წინ, სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, გამოიყენა ასევე რეზინის ტყვიები.