აქციის მონაწილეები ხვალამდე იშლებიან – მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გამოსვლებს აანონსებენ

აქციის “სირცხვილია” მონაწილეები მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტს ხვალამდე წყვეტენ – მოთხოვნების დაუკმაყოფლებლობის შემთხვევაში ისინი პერმანენტულ გამოსვლებს აანონსებენ.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოლაქეები აქციას “ქართული ოცნების” ოფისთან დაასრულებენ და ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესასრულებლად კიდევ ერთხელ მისცემენ ვადას.

მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მოთხოვნები ამ ეტაპზე ასეთია:

1. 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებული ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

2. შს მინისტრის, გიორგი გახარიას, თანამდებობიდან გადადგომა.

3. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება.

საზოგადოებრივი პროტესტი, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის დელეგაციაში რუსი დეპუტატების ყოფნამ, უფრო კონკრეტულად კი, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დანახვამ გამოიწვია.

მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსული ოკუპაცია ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს.

მოთხოვნის პარალელურად აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას მოითხოვდნენ, კონფლიქტისა და ხანგრძლივი პროტესტის შემდგ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოება სპეცრაზმის საშუალებით, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

შედეგად დაშავდა 305 ადამიანი მათ შორის 90-მდე პოლიციელი. უწყებამ ასევე დააკავა მშვიდობიანი აქციის მონაწილე 300-მდე პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები