პაატა ბაირახტარი: მსგავსი აკრძალვა, მით უფრო ტურისტული სეზონის დასაწყისში, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა

ეკონომისტი, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტი პაატა ბაირახტარი, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მოვლენების შეფასებას ეკონომიკურ ჭრილში ახდენს.
„რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა, ასევე რუსულ ტუროპერატორებს აეკრძალათ საქართველოს მიმართულებით საგზურების გაყიდვა. ერთი შეხედვით ამაში თითქოს საგანგაშო არაფერია, თუმცა თუ ამ ყველაფერს ეკონომიკურ ჭრილში გადავიყვანთ, საკითხი ასე მარტივად სულაც არ დგას.
მსგავსი აკრძალვა, მით უფრო ტურისტული სეზონის დასაწყისში, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ რუსეთის ფედერაცია ვიზიტორების რაოდენობით, მეორეა ჩვენს ტურისტულ ნაკადებში.
თუ ამას დავამატებთ პირველ კვარტალში 6.3%-ით შემცირებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.
თუ ამას დაემატა რუსული საექსპორტო ბაზრების დაკეტვა, მით უფრო, რომ ჩვენი საექსპორტო მიმართულებები მნიშვნელოვან დივერსიფიკაციას საჭიროებს და დიდწილად არის ჩამოკიდებული რუსულ ბაზარზე.
იმასაც თუ დავამატებთ, რომ ქვეყნის შიგნითაც არავინ იღებს პასუხისმგებლობას ეროვნულ ვალუტაზე?! პ.ს. გაუჭირდება ლარს…“,- წერს ბაირახტარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები