შოთა გულბანი: უცებ რომ დაარტყათ თავში და ჩაგვიკეტონ ბაზარი წარმოგიდგენიათ რა მოხდება?

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი შოთა გულბანი, თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეკონომიკურ ჭრილში აფასებს. მისი თქმით, თუ რუსეთმა საქართველოს ბაზარი ჩაუკეტა, ქართველები სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
„სწორედ ამის მეშინია მე ყველაზე მეტად. რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის საკმაოდ ცუდი გამოცდილება გვაქვს. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს 2006 წლის ემბარგო. დღეს სამწუხაროდ რუსეთი საექსპორტო ქვეყნებში ლიდერია 14,9%-ით (იანვარ-მაისი 2019) ჯამურად ჩვენი ღვინის ექსპორტის 60% სწორედ რუსეთის ბაზარზე მოდის. უცებ რომ დაარტყათ თავში და ჩაგვიკეტონ ბაზარი წარმოგიდგენიათ რა მოხდება? მოხდება შემდეგი:
მევენახეები ყურძენს ვეღარ ჩააბარებენ, რასაც სავარაუდოდ ძალიან დიდი პროტესტის ტალღა მოყვება და იქნება არანაკლები გაფიცვები ვიდრე დღეს და გუშინ;
ექსპორტიორები სანამ ახალი გასაღების ბაზრებს მოიძიებენ სავარაუდოდ დიდ ზარალს ნახავენ, პლუს მათი უკმაყოფილების ტალღა;
შემცირდება ექსპორტის ჯამური მაჩვენებელი, რაც უარყოფითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, იმიტომ, რომ ღვინის გარდა სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტებსაც მიაყოლებენ და კიდე სხვა მრავალი;
და მთავრობა რა თქმა უნდა ისევ სუბსიდიის რეჟიმზე გადავა, რაც ვთანხმდებით ყველა რომ ცუდია;
ეს რისკები და შესაბამისად პრობლემები დესტრუქციულ „ნაცმოძრაობას“ სულ ცალ ფეხზე კიდია ოღონდ სკამები დაიბრუნონ.
მე ვფიქრობ, რომ მთავრობამ სასწრაფოდ უნდა შეიმუშაოს საგარეო ბაზრების დივერსიფიცირების პოლიტიკა და ყველა ღონე იხმაროს ახალი გასაღების ბაზრების ასათვისებლად ქართული ღვინისა და სხვა პროდუქტებისთვის, რომ თანდათან შეველიოთ რუსეთის ძალიან არაპროგნოზირებად ბაზარს და ურთიერთობას.
იმის თქმა მინდოდა, რო მეტი დაფიქრება გვმართებს და სიფრთხილე“,- წერს შოთა გულბანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები