წუხელ, რუსთაველის გამზირზე განვითრებულ მოვლენებს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკენზი საკუთარ “ტვიტერზე” გამოეხმაურა და ქართულ ენაზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა.
“ახლა გაერთიანების დროა. მოვუწოდებთ ყველას თავშეკავებისკენ და კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმების დაცვისკენ. პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა, რათა გამოირიცხოს ძალის გამოყენება. მოვუწოდებთ ყველა ლიდერს ეს რაც შეიძლება სწრაფად და მკაფიოდ გააჟღეროს”, – წერს ელჩი ქართულ ენაზე.