ირაკლი ოქრუაშვილი უარს ამბობს შსს -ს გამოკითხვაზე – იგი მზად არის მოსამართლის კითხვებს უპასუხოს

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა ვალერი გელბახიანმა დაუდასტურა.
როგორც ვალერი გელბახიანმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, ირაკლი ოქრუაშვილმა საგამოზიებო უწყებაში გამოცხადებაზე თავი შეიკავა.
თუმცა, სამართალდამცველებს მიმართა რომ იგი მზად არის სასამართლოში გამოიკითხოს.
„ირაკლი ოქრუაშვილს უწყებიდან დაუკავშირდნენ. თუმცა ირაკლი ოქრიაშვილმა სასამართლოში დაკითხვის წესი გამოიყენა. იგი მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე“ – აღნიშნა ვალერი გელბახიანმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვაზე დაბარება პარლამენტის წინ, გუშინ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის წინ, გუშინ განვითარებულ მოვლენებისის გამო, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის 305 პირი დააკავეს. ასევე გამძიება დაწყებულია სისსხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები