გიორგი გახარია: მე დავტოვებ თანამდებობას მაშინ, როცა ეს იქნება საჭირო

“მე დავტოვებ თანამდებობას მაშინ, როცა ეს იქნება საჭირო”, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, აპირებს თუ არა, დატოვოს შს მინისტრის პოსტი.
როგორც მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გიორგი გახარიამ აღნიშნა, თითოელი შემთხვევა შესაძლო ძალის გადამეტებაზე იქნება გამოძიებული.
პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით, 22:00 საათზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეების დასაშლელად სპეცრაზმი გამოიყვანეს. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები