პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომლებიც რუსულ ოკუპაციასა და დღეს განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. თავდაპირველად, სამართალდამცველები მათ ამის უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა მოგვიანებით აქციის მონაწილეებს გზის საავტომობილო ნაწილზე გადასვლის საშუალება მიეცათ.