ლარი მცირედით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0073 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.7798 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.7871 ლარი ღირდა.
0.0177 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.1406 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1229 ლარი იყო.