გიორგი ჩოგოვაძე: ფორუმზე საზოგადოებას ის ამბიციური გეგმები გავაცანით, რომლებიც სახელმწიფოს ავიაციის განვითარების კუთხით აქვს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ, ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმის პანელზე, ავიაციის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რეგიონულ ინდუსტრიულ ჰაბებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
სასტუმრო ,,ბილტმორში“ მიმდინარე BIA FORUM 2019 საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ქვეყნის ბიზნესგარემოს 15-ზე მეტი ქვეყნის 500-მდე დელეგატი ეცნობა.
ფორუმის მიზანს წარმოადგენს რეგიონში საქართველოს ფინანსურ და ბიზნესცენტრად პოზიციონირების ხელშეწყობა, ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის მიმოხილვა და მეწარმეებისთვის ფინანსირების ხელმისაწვდომი წყაროების გაცნობა.
„ფორუმზე საზოგადოებას გავაცანით ის ამბიციური გეგმები, რომლებიც სახელმწიფოს აქვს  ავიაციის განვითარების კუთხით. ასევე, ვისაუბრეთ იმ სტრატეგიის შესახებ, რომელიც გვაქვს კონკრეტულად ქუთაისში, რათა ვაქციოთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაბალბიუჯეტიანი შეთავაზების ცენტრად  არამარტო საქართველოს მოქალაქეებისათვის. ამავდროულად, რეგიონის მოსახლეობას მეტი საშუალება ჰქონდეს, იმოგზაუროს ევროკავშირის მიმართულებით. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ექნება პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი და, ამავდროულად, განავითარებს ტურიზმს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
ცნობისთვის, საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი წელს უკვე მეოთხედ იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ  როგორც მთავრობის, ისე – კერძო სექტორის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები