მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამოძიების ფარგლებში ეჭვმიტანილები დასახელდნენ

მკვლევრებმა 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი დაასახელეს. გამომძიებლებმა ეჭვმიტანილების სახელები კატასტროფაში გარდაცვლილების ნათესავებს დაუსახელეს, ოფიციალური პრესკონფერენცია კი ჰააგაში ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყება.
ჰოლანდიის ერთობლივმა საგამოძიებო ჯგუფმა ახალი მტკიცებულება წარადგინა და 4 ეჭვმიტანილი დაასახელა, მათ შორის 3 რუსეთის, ხოლო 1 უკრაინის მოქალაქე.
2014 წელს თვითმფრინავი რეისის ნომრით- MH17-ამსტერდამი- კუალა-ლუმპურის მიმართულებით მიფრინავდა,რა დროსაც უკრაინის კონფლიქტურ ზონაზე, დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა. შემთხვევას 298 ადამიანი ემსხვერპლა.
გამოძიების ვერსიით, 4 ეჭვმიტანილიდან 3 რუსეთის, ერთი კი უკრაინის მოქალაქეა. ისინი არიან: რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ვეტერანი, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დაზვერვის ხელმძღვანელი – სერგეი დუბინსკი, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი – იგორ გირკინი, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი – ოლეგ პულატოვი, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსი, უკრაინის მოქალაქე – ლეონიდ ხარჩენკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები