ვახტანგ ჭარაია: საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი ბოლო 15 წლის ისტორიულ მინიმუმზეა

„საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი 2005 წლის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ყოველთვიურ ჭრილში 2019 წლის მაისში მან 38.4% შეადგინა. ცნობისთვის, ყველაზე მაღალი დეფიციტი ყოველთვიურ ჭრილში 2007 და 2008 წლების დეკემბერში ფიქსირდებოდა, შესაბამისად, 70 და 74.1 პროცენტი“, – ამის შესახებ ორგანიზაცია „სექტორი 3“ – ის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა თუ ავიღებთ წლის პირველი 5 თვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც 2019 წელს მაჩვენებელი – 40.9%-ს უდრის. ექსპერტის ცნობით, ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი სისტემატიურად კლებულობს ხოლო ბოლო 15 წელიწადში კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2007, 2008 და 2009 წლებში ფიქსირდებოდა და ის 60%-ს აღემატებოდა.
ვახტანგ ჭარაია აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა 1 თვის ჭრილში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი, რომელმაც 2019 წლის მაისში 334.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იგივე ითქმის ექსპორტზე წლის პირველი ხუთი თვის ჭრილში, რომელმაც 2019 წელს უკვე 1.47 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ეს მაჩვენებელი 2005 წელს 303.6 მილიონ აშშ დოლარს, 2010 წელს 611.5 მილიონს და 2015 წელს 882.5 მილიონს შეადგენდა.
ექსპერტის განცხადებით, არც იმპორტის და არც ექსპორტის ჭრილში საქართველოს საგარეო ვაჭრობა არ არის დივერსიფიცირებული და 2019 წლის იანვარ-მაისის შედეგების თანახმად იმპორტშიც და ექსპორტშიც, საქართველოს პირველ სამ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას ჯამური ვაჭრობის – 1/3-ზე მეტი უჭირავს, პირველ ხუთს კი – ნახევარი და მეტი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია როგორც სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიცირება, ასევე სავაჭრო პროდუქტების დივერსიფიცირებაც, ექსპორტის კუთხით ახალი პროდუქტების შექმნის (მაგალითად ელექტრომობილები, მზის პანელები და ა.შ.), ხოლო იმპორტის მხრივ კი ტრადიციული საიმპორტო პროდუქტების, მაგალითად ნავთობპროდუქტების წილის შემცირება (ელექტრომობილებზე მეტი მოთხოვნის სტიმულირების გზით) და მისი ჩანაცვლება მეტი დანადგარებით საწარმოო პროცესისასთვის, რომელმაც უნდა უზრუნველყონ იმპორტამნაცვლებელი და ექსპორტ ორიენტირებული პროდუქციის საწარმოებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები