ნათია თურნავა: მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაში სიახლეებს დავნერგავთ, რათა ხელი შევუწყოთ არსებული ბიზნესების გაფართოებას

0

„მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაში სიახლეებს დავნერგავთ, რათა ხელი შევუწყოთ არსებული ბიზნესების გაფართოებას”, – განაცხადა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. მისი თქმით, პროგრამა უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
„აღნიშნული პროგრამა მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ჩვენ ვფიქრობთ მასში გარკვეული სიახლის შეტანას. გვინდა, შესაძლებელი იყოს არა მხოლოდ პირველადი საქმიანობის დაფინანსება, არამედ – უკვე არსებული ბიზნესების გაფართოების ხელშეწყობა. გარდა ამისა, შევთავაზებთ ძალიან მნიშვნელოვან ტრენინგებს, რათა ცოდნა შეიძინონ. შეიძლება, ვიღაცას თანხა ჰქონდეს, მაგრამ აუცილებლად დასჭირდება სათანადო ცოდნა, რომ თანხა კაპიტალად აქციოს და შემდეგ შემოსავალიც მიიღოს”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი