საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი გაიზარდა

“2019 წლის იანვარ-მაისში  360.9 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა  საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში, რაც 22.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე”, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტის მოცულობამ 885.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (11.5 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.4 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 246.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.9 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს – 2019 წლის იანვარ-მაისში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 25.9 პროცენტით განისაზღვრა.
ამასთან, 2019 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 748.7 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 28.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 51.1 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 951.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (13.2 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 27.2 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 1 700.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.3 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-მაისში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 10.0 პროცენტი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები