ამერიკამ ომანის ყურეში ტანკერებზე მომხდარ აფეთქებაში ირანის ბრალეულობის დამადასტურებელი ფოტოები გამოაქვეყნა

აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის პრესსამსახურმა ომანის ყურეში ტანკერებზე მომხდარ აფეთქებაში ირანის ბრალეულობის დამადასტურებელი ფოტოები გამოაქვეყნა. ფერად ფოტოებზე ჩანს ირანელი სამხედროები როგორ ხსნიან აუფეთქებელ ბომბს Kokuka Courageous ტანკერიდან. ამასთან, ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს ტანკერის კორპუსზე არსებული ხვრელი, რომელიც ვაშინგტონის მტკიცებით, აფეთქების შემდეგ გაჩნდა.
პენტაგონის წარმომადგენლების მტკიცებით, აღნიშნული ფოტომასალა ომანის ყურეში მომხდარი აფეთქებებთან ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის კავშირს ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს ომანის ყურეში ორ ტანკერზე – Front Altair და Kokuka Courageous-ს მცირე შუალედით, აფეთქება მოხდა – აშშ-ს დაქვემდებარებულ გემებს თავს დაესხნენ. 14 ივნისს კი ამერიკამ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ასახულია, თუ როგორ ცდილობენ ირანელი სამხედროები ტანკერ Kokuka Courageous-იდან იმ ნაღმის მოხსნას, რომელიც არ აფეთქდა.
​მოგვიანებით, ამერიკის ბრალდებებს ლონდონმა და ერ-რიადმაც დაუჭირეს მხარი. რუსეთმა კი ირანის მიმართ ბრალდებებს ფაბრიკაცია უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები