3 ივნისი
09:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, დარიალის ხეობაში მიმდინარე გზის გაწმენდით სამუშაოებს, მედიის წარმომადგენლებს ადგილზე გააცნობს.
10:00
NEW
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ცენტრის და საია-ს ორგანიზებით, სამდღიანი რეგიონული სემინარი გაიხსნება, რომელშიც ევროკავშირის ექსპერტი თომას ჰამერბერგი მიიღებს მონაწილეობას. თემა: “მტკიცებულებათა მოპოვება და ფაქტების დადგენა სტრატეგიული სამართალწარმოების მიზნებისათვის””. მისამართი: ჯანსუღ კახიძის ქ. №15
10:00
NEW
აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, სამხრეთი კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის მონაწილეთა მესამე კოჰორტას სასწავლო კურსის დასრულებას მიულოცავს. მისამართი: ასათიანის ქ. №9, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი
10:00
NEW
“თბილისი მერიოტში”, საძოვრების მართვის, ეკოსისტემების დაცვისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე რეგიონული სემინარი გაიხსნება.
11:00
NEW
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა, რუსთავის საქალაქო სასამართლოში გიორგი ფირანიშვილის და მერაბ კალანდაძის მკვლელობის საქმეზე დაგეგმილ სასამართლო პროცესს დაესწრება. საკონტაქტო პირი: ნატა წერეთელი 597 35 22 88
11:00
NEW
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე შალამბერიძე სამარშრუტო ტაქსების ფორმის მონოპოლიასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. მისამართი: ფალიაშვილის ქუჩა, გეგეშიძის ბაღი. საკონტაქტო ნომერი: 599 01 61 67
11:00
“პირველ პრესკლუბში” კოალიცია “ქართული ოცნების” საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ზურაბიშვილი პრესკონფერეციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები. მისამართი: წერეთლის 116, ბინზეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას გახსნის. დაწესებულების გახსნას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. მისამართი: ომარ ხიზანიშვილის 260.
11:00
“თბილისი მარიოტში” “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” კვლევების პრეზენტაციას გამართავს. თემა: “პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი” (საქართველოში არსებული პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება), “ინფორმაციის თავისუფლება და პერსონალურ მონაცემთა დაცვა” (საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზი)
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“, “საქართველოს ახალგაზრდობის განვითების კავშირის, მსჯავდრებულთა იურიდიული დახმარების ჯანდაცვისა და შემდგომი რესოციალიზაციის ცენტრისა” და საკუთრების უფლედამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელები ბრიფინგს გამართავენ. თემა: არასამთავრობო ორგანიზაციები მარიხუანის ლეგალიზაცია, ლიბერალიზაცია დეკრიმინილიზაციას ეწინააღმდეგებიან.
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატი ასმათ ტყაბლაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საარჩევნო გარემო და საარჩევნო პროცესი – არასაპარლამენტო ოპოზიციის შენიშვნები, არასაპარლამერტო ოპოზიციის მერობის კანდიდატების მხრიდან კანდიდატურების გახშირებული მოხსნა.
11:30
NEW
“პირველი რადიოს” რადიოკლუბის სტუმარი ჟურნალისტი ელისო ჯანაშია იქნება. თემა: ფოთში თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების ფაქტებზე გამოძიების მოთხოვნა.
11:30
“პირველ პრესკლუბში” “ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ასათიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 093 77 22
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ბრიფინგს გამართავს. თემა: პრემიერ-მინისტრის და გერმანიის კანცლერის შეხვედრა, აფხაზეთი მიმდინარე პროცესები, კრიმინალური მდგომარეობა ქვეყანაში, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია წინასაარჩევნო გარემოსთან და დარღვევებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
12:00
“პირველ პრესკლუბში” “არასაპარლამენტო ოპოზიციის” დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი მანანა ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
NEW
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა პენსიონერებს შეხვდება. მისამართი: ალ. ყაზბეგის №12ა საკონტაქტო პირი: ნატა წერეთელი 597 35 22 88
12:00
NEW
“პირველი რადიოს” რადიოკლუბის სტუმარი პაატა დავითაია იქნება. თემა: აფხაზეთში შექმნილი ვითარება.
12:00
NEW
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
12:00
სასტუმრო “ვერე პალასში” ალექსანდრე კორსანტიას პროექტის „ისრაელის ორკესტრი – იერუსალიმის კამერატა საქართველოში“ პრესკონფერენცია გაიმართება.
12:00
თბილისის “РИА Новости”-ს პრესცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია “ევრაზიული არჩევანი-საქართველოს” ლიდერი არჩილ ჭყოიძე ბრიფინგს გამართავს, სადაც გამოაცხადებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების მხარდასეჭერად და ოკუპაციის კანონის გასაუქმებლად 30 000 ხელმოწერის შეგროვების შესახებ.
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში რუსთავის მერობის კანდიდატი ლექსო კობაიძე განცხადებას გააკეთებს.
12:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პრესკონფერწენციას გამართავს. თემა: ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები.
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ბორჩხაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საარჩევნო გარემო და საარჩევნო პროცესი – არასაპარლამენტო ოპოზიციის შენიშვნები, არასაპარლამერტო ოპოზიციის მერობის კანდიდატების მხრიდან კანდიდატურების გახშირებული მოხსნა, სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში.
13:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ზვიად კუპრავა უკანონოდ განთავისუფლებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
13:00
NEW
არასამთავრობო ორგანიზაცია “ყველა თაობა საქართველოსთვის” პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თბილისის მერიის ჩინოვნიკების მიერ სოციალური დახმარებების გაცემის მანკიერი და დანაშაულებრივი პრაქტიკა. მისამართი: ბახტრიონის ქ. №11ბ საკონტაქტო პირი: ანა ლობჟანიძე 593 76 78 72
13:00
NEW
სამტრედიის კულტურის სახლში, ბლოკის “თვითმმართველობა ხალხს” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება და ბლოკის თავმჯდომარე სერგო ჯავახიძე გამგებლობის და მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს.
13:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში მერობის კანდიდატი გელა სალუაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ქართულ ოცნების და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს მიმართავს.
14:00
NEW
“მწვანეთა პარტიის” წარმომადგენლები, ვაჟა-ფშაველას გამზირის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას გამართავენ და რაიონის მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენენ. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი, პირველი შესახვევი №3, პროფკავშირების სასახლის მიმდებარე ტერიტორია.
14:00
NEW
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა მიწის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდება. მისამართი: ვარკეთილი 3, 2 მ/რ, 38 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია საკონტაქტო პირი: ილია კოლხიდაშვილი 592 46 06 02
15:00
NEW
თსუ-ს I კორპუსის ბაღში სტუდენტური მოძრაობა, “მწვანე მუშტი” აქციას “მწვანე ბიბლიოთეკა” გამართავს.
15:30
NEW
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ზუგდიდის რაიონის მოსამართლეებთან, ადვოკატებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან “საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” შეხვედრა გაიმართება. თემა: სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები და გამოწვევები. მისამართი: ზუგდიდი, რუსთაველის №52
16:00
NEW
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პორტუგალიის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართება. მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 3, თსუ მეორე კორპუსი, 203-ე ოთახი, თსუ კამოეშის პორტუგალიური ცენტრი
16:00
NEW
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა კრწანისის მოსახლეობას შეხვდება. მისამართი: სოფელი ფონიჭალა, 218-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორია საკონტაქტო პირი: ილია კოლხიდაშვილი 592 46 06 02
16:00
NEW
კრწანისის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ბექა ნაცვლიშვილი და თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია გორგასლის ქუჩაზე, ჟანი კალანდაძის სახელობის სკვერში (72-ე სკოლასთან) ორთაჭალისა და კრწანისის რაიონის მოსახლეობას შეხვდებიან.
17:00
NEW
საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის ისტორიის მუზეუმი გიორგი კუხალაშვილის გამოფენას “ბოხოხიანი კაცი”, გამართავს. მისამართი: სიონის ქუჩა №8, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი
17:00
NEW
“თბილისი მარიოტი”, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე და პარლამენტის წევრები შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე დიდიე ბურხარტერს შეხვდებიან.
18:00
NEW
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა, ახმეტელის თეატრში უნარშეზღუდული ბავშვების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრება. საკონტაქტო პირი: ილია კოლხიდაშვილი 592 46 06 02
18:00
NEW
ბათუმის საზაფხულო თეატრის შენობაში, ბათუმისა და თბილისის მერობის კანდიდატები პოლიტიკური გაერთიანება “რეფორმატორებიდან” ბათუმის მოსახლეობას შეხვდებიან და სამოქმედო პროგრამის დეტალებს გააცნობენ. საკონტაქტო პირი: ვანო მაისურაძე 577 141 141
18:30
NEW
“ექსპო ჯორჯიაში” პორტუგალიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისა და პორტუგალიის საპატიო საკონსულოს გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება. საკონტაქტოი პირი: ანა რეხვიაშვილი 551 21 57 77
18:30
NEW
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მე-12 სხდომათა დარბაზში, დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტი ულრიხ ჰაგენლოხი საჯარო ლექციას წაიკითხავს. თემა: მოსამართლის დამოუკიდელობა გერმანიაში.
19:00
„მაგთიკლუბში“, ქართველი მხატვარის – ლევან ცუცქირიძის ალბომის წარდგენა გაიმართება. მისამართი: რუსთაველის გამზ. #22
20:00
NEW
თბილისის საკონცერტო დარბაზში, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “ერისიონი” ფონდ “იავნანას” მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.