ნათია თურნავა: პრობლემები და გამოწვევები ძალიან ბევრია, მაგრამ ამის დაკავშირება ანაკლიის პორტთან არ მიმაჩნია სწორად

0

პრობლემები და გამოწვევები ძალიან ბევრია, მაგრამ ამის დაკავშირება ანაკლიის პორტთან არ მიმაჩნია სწორად, – ასე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა,  ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებას, მმართველი გუნდის შესაძლო პრობლემებსა და ანაკლიის პორტთან მის დაკავშირებაზე უპასუხა.

მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება, რაც პროექტს ვნებს.

“ვერ დავეთანხმები ვერავის, ვინც ამბობს, რომ პრობლემები აქვს მმართველ გუნდს. პრობლემები და გამოწვევები ძალიან ბევრია, მაგრამ ამის დაკავშირება ანაკლიის პორტთან და ასეთ კონტექსტში ხსენება, ზოგადად, არ მიმაჩნია სწორად. რა გასაკვირია, რომ ამდენად მნიშვნელოვანი პროექტი გახდეს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, თუმცა, ჩემი აზრით, ეს ვნებს პროექტს. ჩვენ რომ ცივი გონებით და ემოციის გარეშე შევხედოთ დავინახავთ რომ საბოლოო ჯამში, არის ის რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, საქართველოს მთავრობა ძალიან მყარად უჭერს მხარს ანაკლიის პროექტს“, – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი