ეკატერინე ტიკარაძე: გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არცერთი საკითხი და პრობლემა დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა

“გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არცერთი საკითხი და პრობლემა  დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა, პერსპექტივაში მივიღებთ რეგიონში ყველაზე წარმატებულ, ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას” – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მან პრემიერმინისტრს, ასევე, დავით სერგეენკოს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პრიორიტეტულად რჩება ჯანდაცვაში ისეთი საკითხები, როგორიცაა პაციენტის უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი ხარისხი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარი მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალხარისხიანი მედიკამენტები და ა.შ.
„გულწრფელად გეტყვით, ვღელავ, ვგრძნობ დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერმინისტრს ნდობისთვის და ბატონ დავითს რეკომენდაციისთვის. დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმის პირველი ფაზა ნამდვილად წარმატებით დასრულდა, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდისა და ბატონი დავითის დამსახურებაა. ჩვენი შემდგომი საფეხური არის მეორე ეტაპის განხორციელება, რომელიც გულისხმობს მეტად ეფექტურ და მიზნობრივ მართვას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულად რჩება ჯანდაცვაში ისეთი საკითხები, როგორიცაა პაციენტის უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი ხარისხი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარი მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალხარისხიანი მედიკამენტები, ასევე მთელი რიგი პრობლემები დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან, დევნილებსა  და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენთვის კვლავ რჩება დიდ გამოწვევად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები