გრიგოლ ვაშაძე: ლევან ვასაძემ ვერის ბაღში ათასი სისულელე ილაპარაკა, ის მოსკოვიდან პირდაპირი ინსტრუქციებით მოქმედებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, ბიზნესმენი ლევან ვასაძე მითითებებს რუსეთიდან იღებს. როგორც მან აღნიშნა, ქართველ ხალხს სხვა პრობლემები აწუხებს და ვასაძის “ბოდვა” მათთვის მნიშვნელოვანი არაა.
​„ეს ადამიანი პირდაპირი ინსტრუქციებით მოსკოვიდან მოქმედებს. თუ ეტყვიან, ქუჩაში გადი და სცადე სიტუაციის არევა, გავა და არევას ეცდება. ეტყვიან, სახიფათო სიტუაციაში აღმოვჩნდით და გაჩუმდი, გაჩუმდება. ვერის ბაღში ათასი სისულელე ილაპარაკა, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა მოითხოვა, შემდეგ ნახა, რომ, რამდენიმე ასეული მარგინალის გარდა, არავინ გამოვიდა და ხალხს, რომელსაც აწუხებს შიმშილი, უმუშევრობა, არაადეკვატური ჯანდაცვა და განათლება, ვასაძის ბოდვა არ აინტერესებს.
სახელმწიფო შეშინებული პასუხობს. ჩვენი პარტიის წევრებმა ბედოვლათ დეპუტატს პიჯაკი რომ გაუხიეს, ჩვენი პარტიის წევრები ციხეში ექვს თვეს ჩასვეს და როცა ვიღაც “ბანდერლოგი” შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნითა და ქალაქში ტერორის დაწყებით იმუქრება, იმას ეუბნებიან, რომ, ალბათ, ასე არის საჭიროო“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები