ნათია თურნავა: ამერიკული ბიზნესისთვის ჩვენ განვიხილებით, როგორც სტრატეგიული ცენტრი და ჰაბი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში მისი ვიზიტისა და საქართველოს აშშ-სთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, აშშ-ის ბიზნესისთვის საქართველო განიხილება, როგორც სტრატეგიული ცენტრი და ჰაბი.
ეკონომიკის მინისტრმა, ასევე, ისაუბრა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აშშ-ის კომერციის დეპარტამენტს შორის გაფორმდა.
„მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ-ის სურვილი და გადაწყვეტილება, განიხილოს საქართველო, როგორც რეგიონული ცენტრი და საყრდენი ამერიკული ბიზნესებისთვის, საიდანაც მათ ურთიერთობა ექნებათ მთლიანად რეგიონთან”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებსა  და კომერციის დეპარტამენტთან სხვადასხვა მიმართულებით გააგრძელებს თანამშრომლობას, მათ შორის – საკანონმდებლო, სახელშეკრულებო, ორგანიზაციული, ასევე, საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები