ნათია თურნავა: ჩვენთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ცალსახად პრიორიტეტია

„ჩვენთვის ცალსახად პრიორიტეტი არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამასთან, მინისტრი განმარტავს, რომ ფოთის პორტიც მნიშვნელოვანი ობიექტია, რომელსაც, ასევე, მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის ლოჯისტიკაში.
მისივე თქმით, იგი „აიპიემ ტერმინალის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს და მათი ყველა საჭირბოროტო საკითხის განხილვას აპირებს.
„ფოთის პორტი არის მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელსაც, ასევე, მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის ლოჯისტიკაში. ჩვენთვის ცალსახად პრიორიტეტი არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ნებისმიერ სხვა ალტერნატიულ პროექტს, ვისგანაც უნდა მოდიოდეს, განვიხილავთ ანაკლიის პრიორიტეტის კონტექსტში; თუკი რაიმე ბიზნესგეგმა იქნება სამინისტროში წარმოდგენილი და მოგეხსენებათ, ბიზნესგეგმა წარმოდგენილი არ არის, განვიხილავთ მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ არცერთი ნაბიჯით დავაზარალოთ ანაკლიის პორტის კონცეფცია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები