„თი-ბი-სი“ გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან (GCPF) ერთად ჰიდრო პროექტების თანადაფინანსებას იწყებს

„თი-ბი-სი“ შვეიცარულ ფონდ responsibility Investments AG-ს მიერ ოპერირებულ გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან (GCPF ) ერთად თანამშრომლობის ახალ სტადიაზე გადადის. ივნისსში „თი-ბი-სიმ“ GCPF-ის აქციონერთა კრებას უმასპინძლა, რომელსაც ფონდის დირექტორატი და საინვესტიციო კომიტეტი ესწრებოდა.
„თი-ბი-სი“ ბანკი როგორც ლიდერი ენერგეტიკის სექტორში და აგრეთვე ყველაზე აქტიური ბანკი საერთაშორისო სინდიცირებებში, უახლოეს მომავალში GCPF- თან ერთად მსხვილი ჰიდრო პროექტების თანადაფინანსებას დაიწყებს, რაც საქართველოს მასშტაბით შვეიცარული ფონდის და ადგილობრივი ბანკის თანამშრომლობის პირველი პრეცენდენტი იქნება.
გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდი (Global Climate Partnership Fund – GCPF) აფინანსებს პროექტებს, რომლებიც ემსახურება კლიმატის ცვლილების შემცირებას და ხელს უწყობს მდგრად განვითარებას განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში. GCPF ინვესტირებას უმეტესად ახორციელებს ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით.
„ენერგეტიკის სექტორი და მისი განვითარება „თი-ბი-სის“ ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. „თი-ბი-სის“ ენერგეტიკის სექტორის ფინანსირებაში ლიდერი პოზიცია უკავია და საქართველოს ბაზრის 75%-ს შეადგენს“- აცხადებს „თი-ბი-სის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძე.
გასული პერიოდის განმავლობაში „თი-ბი-სის“ მიერ დაფინანსდა და ფინანსირდება 20 ახალი მასშტაბური ჰიდროელექტროსადგური ჯამური სიმძლავრით 230 მეგავატი. ამ პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო „თი-ბი-სის“ ფინანსური რესურსით თანამონაწილეობა კი 220 მილიონ დოლარამდე.
გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდის ბიზნესს აქტივობებეზე და ტექნიკურ დახმარებაზე პასუხისმგებელია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი შვეიცარული აქტივების მართვის კომპანია responsAbility Investments AG. მას ინვესტიცია აქვს განხორციელებული 90-მდე ქვეყანაში და მართავს 3 მილიარდ დოლარამდე ღირებულების აქტივებს.
„თი-ბი-სი“ ბანკი ResponsAbility-თან 2015 წლიდან თანამშრომლობს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები