ჰერალდიკის საბჭო: იმ ქვეყნების დროშის აღმართვა, რომელთანაც საქართველოს კონფლიქტი აქვს, კანონით დარეგულირდება

ჰერალდიკის საბჭოს ინფორმაციით, საქართველოში იმ ქვეყნების დროშის აღმართვა-გამოფენა, რომელთანაც ქვეყანას კონფლიქტი ან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, კანონით დარეგულირდება.
როგორც ირკვევა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო შეიმუშავებს საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის დროშების აღმართვისა და გამოფენის წესს.
ეს მომავალში გამორიცხავს გაუგებრობებს, დაკავშირებულს უცხო ქვეყნის დროშების, მათ შორის იმ სახელმწიფოს დროშის აღმართვა-გამოფენასთან, რომელსაც საქართველოსთან აქვს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები ან კონფლიქტი“, – აცხადებენ ჰერალდიკის საბჭოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები