ირაკლი სესიაშვილი: აბაშიძე-კარასინის ფორმატს პრაქტიკული შედეგები აქვს, ამიტომ ოპონენტები ამის დაკნინებას ნუ ეცდებიან

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს. მან ოპონენტებს ურჩია, რომ ეს ფორმატი არ დააკნინონ, რადგან ამ ფორმატს გარკვეული პრაქტიკული შედეგები აქვს.
“ნუ შეეცდებიან ჩვენი ოპონენტები აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების დაკნინებას. ამაზე ზურაბ აბაშიძე ხშირად საუბრობს, მათ შორის პარლამენტის შენობაშიც. ამ ფორმატებს გარკვეული პრაქტიკული შედეგები აქვს – იგივე ჰუმანიტარული, სავაჭრო და სხვა ურთიერთობების თვალსაზრისით. სადაც შეგვიძლია სარგებელი მივიღოთ, ის უნდა გამოვიყენოთ. ეს არის მარტივი პოლიტიკური ამოცანა. ამას ხედავენ და ამ მიმართულებით მხარს გვიჭერენ ჩვენი მთავარი პარტნიორები აშშ და ევროკავშირი“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები