ბრიტანეთის პრემიერობისთვის 6 კანდიდატი განაგრძობს ბრძოლას

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და შესაბამისად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატთა რაოდენობა 6-მდე შემცირდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჯანდაცვის მინისტრმა, მეთ ჰენკოკმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
“გადავწყვიტე ბრძოლიდან გავიდე და კარგად გავერკვე თუ როგორ უნდა დავიცვა ის ღირებულებები, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ჰენკოკმა კანდიდატურის მოხსნაზე საუბრისას.
ოთხშაბათს ჩატარებული კენჭისყრის პირველი ტური შედეგად, ჰენკოკმა პარტიიდან 20 კოლეგის მხარდაჭრა მიიღო, შესაბამისად მან ბოლო მეექვსე ადგილი დაიკავა და მეორე ტურში გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები