ამერიკამ ტანკერებზე მომხდარ აფეთქებაში ირანის მონაწილეობის დამადასტურებელი მასალა გაასაჯაროვა (ვიდეო)

აშშ-ს სამხედროებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ასახულია თუ როგორ ცდილობენ ირანელი სამხედროები ტანკერ Kokuka Courageous-იდან ნაღმის მოხსნას. ვიდეო განცხადებასთან ერთად აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა.
“ადგილობრივი დროით 16:10 საათზე ისლამური რევოლუციის მცველების კორპუსის საპატრულო კატერი “გაშტი” მიუახლოვდა Kokuka Courageous ტანკერს და როგორც ვიდეოში ჩანს, ისინი ტანკერის ბორტიდან იმ ნაღმის მოხსნას ცდილობდნენ, რომელიც არ ამოქმედებულა”, – ნათქვამია განცხადებაში.
შავ-თეთრ ვიდეოში ჩანს, ხალხით სავსე კატერი, რომელიც უახლოვდება ტანკერს და გარკვეული ქმედებების შემდეგ, უკან მიდის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ომანის ყურეში ორ ტანკერზე – Front Altair და Kokuka Courageous-ს მცირე შუალედით, აფეთქება მოხდა – აშშ-ს დაქვემდებარებულ გემებს თავს დაესხნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები