გიორგი კაკაურიძე: 2016 წელს კვირიკაშვილმა თქვა, რომ 2020 წლამდე მოესწრებოდა 800 კმ გზის დაგება, მაგრამ ვერ მოესწრო, რა ვქნა ახლა

“დიახ, 2016 წელს პრემიერმა თქვა, რომ 2020 წლამდე მოესწრებოდა 800 კმ გზის დაგება, მაგრამ ვერ მოესწრო, რა ვქნა ახლა”, – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის კითხვას, რომლის მიხედვითაც, გიორგი კვირიკაშვილმა პირობა დადო, რომ 2020 წლამდე 800 კმ გზის დაგება მოესწრებოდა, რაც არ შესრულდა.​კაკაურიძის განმარტებით, პრემიერის დაპირების მიხედვით, 2020 წლისთვის 800 კმ გზის დაგება რომ დასრულებულიყო და 3.5 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯულიყო, 2017, 2018 და 2019 წლების ბიუჯეტი სხვანაირად უნდა დაგეგმილიყო.
​„800 კმ გზა რომ დაგებულიყო 2020 წლამდე, ამ შემთხვევაში სხვანაირად უნდა დაგეგმილიყო 2017, 2018 და 2019 წლების ბიუჯეტი. როდესაც დაიგეგმა 2019 წლის ბიუჯეტი, იქ არაერთხელ იქნა განმარტებული, რომ 2020 წელს ეს პროექტები ვერ დასრულდება. ყველა პროექტის დასრულებას, დაწყებიდან ოთხი წელი მაინც დასჭირდება. დიახ, თქვა პრემიერმა, რომ 2020 წლამდე მოესწრებაო, მაგრამ ვერ მოესწრო. რა ვქნა ახლა,“ – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები