თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გარდაიცვალა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
„თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დავით უჯმაჯურიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. 2004/2008 წლებში ის საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
დავით უჯმაჯურიძე აქტიურად მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის მუშაობაში. ის გახლდათ საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის და სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი“,- ნათქვამია დედაქალაქის საკრებულოს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები