კახა კალაძე: 13 ივნისის ტკივილს ვერაფერი მოაშუშებს

თბილისის მერი კახა კალაძე 2015 წლის, 13 ივნისს სტიქიით დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდა. როგორც მან აღნიშნა, ამ დღის ტკივილს ვერაფერი მოაშუშებს.
მისივე თქმით ტრაგედიის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია შესრულდა, რომელიც უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითვალისწინებს.
„ყველას გვახსოვს, რამდენად მძიმე იყო, როდესაც 2015 წელს 13 ივნისი თენდებოდა. ახლა რთულია ყველაფრის სიტყვით გადმოცემა, რამდენად უძლურები ვიყავით ბუნების წინაშე, რამდენად რთული იყო იქ არსებული მდგომარეობა. სამწუხაროდ, დავკარგეთ ადამიანები და იმ ჭრილობებს, იმ ტკივილს, რომელიც გვაქვს, ვერაფერი მოაშუშებს. ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები. მას შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იყო რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთებულიყო. ეს იყო შეტყობინების სისტემა, რომელიც დამონტაჟდა, ეს იყო ცხაურები, რომელიც კონკრეტულ ადგილებზე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა, ანუ ყველაფერი ის, რაზეც რეკომენდაცია იყო გაწეული, ყველაფერი გაკეთებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები