33 წლის მამაკაცს, რომელიც ფიდერზე აღდგენით სამუშაოებს ატარებდა, დენმა დაარტყა და დაიღუპა

33 წლის მამაკაცი ტრანსფორმატორზე ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოების შესრულების დროს დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
გარდაცვლილი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) თანამშრომელია.
შემთხვევა გუშინ, ღამით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მოხდა.
მამაკაცი ქვესადგურების ჯგუფის უფროსად მუშაობდა, ის ფიდერზე აღდგენით სამუშაოებს ატარებდა. იგი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 240 – ე პრიმა მუხლის მე 2 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები