“ჩერნოვეცკის” ფონდის წარმომადგენლებმა ზუგდიდში დევნილთა დასახლება მოინახულეს

“ჩერნოვეცკის” ფონდის წარმომადგენლებმა ზუგდიდში მდებარე „ვექტორის“ დევნილთა დასახლება მოინახულეს, სადაც გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობებია. ნანახმა ყველაზე ცუდ მოლოდინსაც კი გადააჭარბა.
დევნილთა 45 ოჯახს, რომლებიც სახელმწიფომ აქ 90-იანი წლების დასაწყისში განათავსა მწყობრიდან გამოსულ შენობებში, ყოველდღიურად უხდებათ ბრძოლა გადარჩენისთვის!
როგორც გაირკვა, შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. აქ არ არის სველი წერტილები, არ არის გაზგაყვანილობა, სახურავიდან წყალი ჩამოდის, საცხოვრებელი ოთახები მოუწყობელია, ხოლო კორიდორები – გაპარტახებული. დასახლების ტერიტორიაზე არსებული კანალიზაციის სისტემა მწყობრიდან არის გამოსული, რის გამოც ეზოში საშინელი სუნი დგება, ანტისანიტარია კი ქვეწარმავლების გამრავლებას ხელს უწყობს.
ლ.ნ: უკვე 20 წელზე მეტია, რაც ჩემს ოჯახთან ერთად აქ ვცხოვრობ. წარმოშობით გალის რაიონიდან ვართ და როდესაც აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდა დაიწყო, გამოვიქეცით. დავსახლდით ზუგდიდში, რადგან ახლოს არის აფხაზეთთან. პირველი წლებში, საშინელ პირობებს რაღაცნაირად ვიტანდით, რამდგან იმედი გვქონდა, რომ სახლში დავბრუნდებოდით. ეს მოლოდინი, სამწუხაროდ, არ გამართლდა და ახლა გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება!
ი.ა: აქ მცხოვრებთა ძირითად შემოსავალს დევილის შემწეობა წარმოადგენს. დიახ, ეს 45 ლარი არის ერთადერთი სტაბილური „შემოსავალი“. ძალიან ცოტა ადამიანი თუ ახერხებს სეზონური სამუშაოს შოვნას. ჩვენთან საშინელი უმუშევრობაა. წლების წინ თხილის კრეფაში მაინც გვიხდიდნენ ფულს, თუმცა ახლა ფაროსანამ გაანადგურა პლანტაციები და მცირე შემოსავლის შოვნის საშუალებაც არ არის.
კ.ნ: ჩემი მეუღლე უმუშევარია, ვზრდით სამ პატარა ბავშვს, სოციალურ დახმარებას ვიღებდით, რაც მხოლოდ პურის საყიდლად გვყოფნიდა. რამდენიმე თვის წინ, სოციალური მომსახურების სააგენტომ შეგვიჩერა დახმარება. მიზეზად დაასახელეს ის, რომ 45 ლარზე მეტი ღირებულების ელექტროენერგია გამოვიყენეთ.
მ.შ.: არაერთხელ მიგვიმართავს დახმარებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, თუმცა რეაგირება არ ყოფილა, მხოლოდ დაპირებები. არ მესმის, რატომ არ გვაქცევენ ყურადღებას, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ?!
ა.ს.: ახალი მერი წინაასაარჩევნო კამპანიის დროს გვესტუმრა და დაგვიპირდა დახმარებას. თუმცა უმეტესობას უკვე აღარ სჯერა მსგავსი დაპირებების. მე მხოლოდ კანალიზაციის გასუფთავება ვთხოვე. ავუხსენი, რომ გასაწმენდია და რომ საშინელი სუნის გამო ფანჯარასაც ვერ ვაღებ ზაფხულში.
„როგორც ხედავთ, „ვექტორის დევნილთა დასახლებაში საშინელი მდგომარეობაა. განსაკუთრებით უჭირთ მოხუცებსა და ბავშვებს. ამ ხალხს სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება“,- აცხადებენ ფონდში.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები