ლევან დავითაშვილი IFAD-ის პროგრამების ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროგრამების ხელმძღვანელს საქართველოში ვრეჯ ვჯიჯიანს შეხვდა.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნბეს, შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზრებზე წვდომა და მოქნილობა“ მიმდინარეობის საკითხი განიხილეს.
უწყების ცნობით, ვრეჯ ვჯიჯიანმა პროექტის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა და პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პროგრამების ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, IFAD-ის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის „მერძევეობის გაუმჯობესება და ბაზრებზე წვდომა“ მნიშვნელობა, რომელის განხორციელებაც ახლო მომავალში დაიწყება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები