დღეს, პრაღაში ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი ერთმანეთს შეხვდებიან

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინი პრაღაში მორიგ შეხვედრას გამართავენ.
​როგორც ცნობილია, შეხვედრაზე განსახილველი საკითხები სატრანსპორტო კომუნიკაციები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და ჰუმანიტარული თემატიკა იქნება.
​ზურაბ აბაშიძის თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, იქ მიმდინარე მილიტარიზაციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, საერთაშორისო ნორმების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპების ხელყოფის ფაქტებზეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები