ავტომანქანებში მოწყობილ სამალავებში დამალული მაჯის საათები – საზღვარზე მალულად გადატანის ფაქტზე ორი პირი ამხილეს(ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის ფაქტზე ორი პირი ამხილა.
როგორც “კვირას” საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად, გადატანის ფაქტზე, მხილებულია ორი პირი.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანებში მოწყობილ სამალავებში განათავსეს, ერთ შემთხვევაში, 874 ცალი, ხოლო, მეორე შემთხვევაში 818 ცალი მაჯის საათი და მის მალულად გატანას საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის გავლით თურქეთის რეპუბლიკაში შეეცადნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული კონტრაბანდული საქონლის საბაჟო ღირებულება 53 000 ლარს აღემატება.
​გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები