პიტერ დორანი: ნატო-ს გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არის და უნდა იყოს შემდეგი წევრი ქვეყანა

“ნატო-ს გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არის და უნდა იყოს შემდეგი წევრი ქვეყანა”, – ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის პრეზიდენტმა, პიტერ დორანმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციის გახსნის შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, როდესაც ნატო-ს გაფართოებაზეა საუბარი, აშშ  თავისი პოლიტიკით მრავალი წლის განმავლობაში ძალიან თანმიმდევრულია.
“დღეს გაჟღერებული მთავარი სათქმელიც, რომელსაც პირადად სრულად ვიზიარებ, ეს იყო – ნატო-ს გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არის და უნდა იყოს შემდეგი წევრი ქვეყანა. აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. საბოლოოდ,  ეს პოლიტიკური დისკუსიის საგანია, რაც ალიანსის შიგნით უნდა შედგეს და გულისხმობს ევროპელი მოკავშირეების – განსაკუთრებით დასავლეთ ევროპელი მოკავშირეების – აქტიურ ჩართულობას. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს წინააღმდეგობა დაძლევადია. საქართველო ნამდვილად მზადაა გაწევრიანებისთვის. ქვეყანამ ალიანსის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. მე, როგორც ამერიკელი, მივიჩნევ, რომ პროგრესი იმედისმომცემია, რადგან საქართველო ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა”, – განაცხადა პიტერ დორანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები