თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს  თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ელექტროენერგია შემდეგ რაიონებს შეეზღუდებათ:
„სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილის მეურნეობის, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, აეროპორტის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, სამხედრო დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, სადგური ლილოს, თვალჭრელიძის, ქიზიყის, სანაძის, ჭიჭინაძის, აკაკი ფაღავას, რაზიკაშვილის, ზაალიშვილის, მშვიდობის, გუგუშვილის, ენუქიძის, ფრისის, ნუგზარ საჯაიას, გუმათჰესის, გუმათის, ბესო ბერიას, ცისკარიშვილის, წუწუნავას, დავით კაკაბაძის, ვაჟა ბანეთიშვილის, გოკიელის, სააკაძის, ესენინის, თენგიზ ჩანტლაძის, მუხაძის, ფიროსმანის, მერაბ კოსტავას, ორხევის, კაკაბეთის, ახვლედიანის, ამირანაშვილის, ქინძმარაულის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციისა და დავითაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში  10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზესტაფონისა და ხვინგიას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში  10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“, I, II, IV მიკრორაიონების, ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩისა და ხიზამბარელის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში  10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ფალიაშვილისა და ბაზალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში  10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის, პაოლო იაშვილის და ინგოროყვას ქუჩების მცხოვრებლებს. საბურთალოს რაიონში, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, სანდრო ეულის, ვოლოდარსკის, ზემო ვეძისის, აბაშიძის, ლევანდოვსკის, ვაზისუბნის, ანდრონიკაშვილის, ცხინვალისა და ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში,  11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „ავლაბარის“ მიმდებარე ტერიტორიის, მესხიშვილის, ფაღავას, შავიშვილის, გონაშვილის და ცისკრის ქუჩების მცხოვრებლებს. 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კასპის, დოესის, აწყურის, უბილავას, ზურაბიშვილის, კობარეთის, კაჩინსკის, ნოსირისა და წინანდლის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები