ვილნიუსში დაბადებული ნიკო ამირგულაშვილი თბილისში ფეხით ჩავა

ვილნიუსში დაბადებული ქართველი, 23 წლის ნიკო ამირგულაშვილი თბილისში ფეხით ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას და ახალ ამბებს ამირგულაშვილი საკუთარი ,,ფეისბუქით” ავრცელებს.

მან მოგზაურობა ლიეტუვაში საქართველოს საელჩოდან დაიწყო. ნიკოსთან ერთად პირველი რამდენიმე კილომეტრი მისმა ახლობლებმა და მხარდამჭერებმაც გაირეს. მათ შეუერთდა ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოს წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი, რომელიც საქართველო-ლიეტუვის საპარლამენტთაშორისო ჯგუფის თავმჯდომარეა.

როგორც თავად ნიკო ამირგულაშვილი აცხადებს, მის მოგზაურობას სიმბოლური დატვირთვა აქვს და ამით ის საქართველოსა და ლიეტუვას მეგობრობას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს.

ამირგულაშვილი  2000 კილომეტრის გავლას სამ თვეში აპირებს და თბილისში აგვისტოში ჩავა.

მოგზაურობის დაწყებამდე ამირგულაშილი ვილნიუსის მერმა მიიღო. რიმისგიუს შიმაშიუსთან შეხვედრაზე ამირგულაშვილმა დაგეგმილი მარშრუტის და საქართველოსა და ლიეტუვის ურთიერთობების განმტკიცების შესახებ ისაუბრა. ვილნიუსის მერმა ქართველ ახალგაზრდას თბილისი მერის სახელზე წერილი გადასცა, რომელსაც ამირგულაშილი კახა კალაძეს თბილისში გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები