ლაშა დარსალიამ საქართველოში გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ოფისის მოღვაწეობის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, საქართველოში გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ოფისის მოღვაწეობის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ლაშა დარსალიამ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოში გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ოფისის ნაყოფიერ საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა ფონდის განსაკუთრებული როლი ქვეყნის მდგრადი განვითარების საქმეში

„ფონდს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში მდგრადი განვითარების შესაბამისი მიზნების განხორციელების მიმართულებით, რათა შევძლოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ 4 წლის წინ აღებული ვალდებულების შესრულება – “არავინ დარჩეს განვითარების მიღმა”.”- განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ფონდის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას. ამ მხრივ აღინიშნა ჯანდაცვის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის, და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულებებით რეალიზებული პროექტები.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქმიანობის მნიშვნელობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის და მის შემდგომ პერიოდში იძულებით გადაადგილებულ ქალთათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდების თვალსაზრისით.

ლაშა დარსალიამ წარმატებები უსურვა ოფისს სამომავლო საქმიანობაში და დაადასტურა არსებული თანამშრომლობის ხელშეწყობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები