დავით ზალკალიანი: საქართველოს ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯები ადასტურებს ანაკლიის პორტის მნიშვენლობას

საქართველოს ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯები ადასტურებს ანაკლიის პორტის მნიშვენლობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ვაშინგტონში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, სწორედ ამას უკავშირდებოდა სახელმწიფო მდივნის განცხადებაც, რომლითაც მაიკ პომპეომ ხაზი გაუსვა ანაკლიის პორტის მნიშვნელობას. მან ასევე უარყო რაიმე სახის კავშირი სახელწმიფო დეპარტამენტში გაკეთებულ განცხადებასა და კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების გადავადებას შორის.

“კონკრეტული ფაქტები ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურ ნაბიჯებს დგამს. რამდენჯერ იქნა გადადებული კონსორციუმის მხრიდან იმ ვალდებულებების შესრულება, რაც დაკავშირებულია ფინანსურად ამ პროექტის დახურვასთან?! გუშინ კიდევ ერთხელ მოხდა ვალდებულების გადავადება. შესაბამისად მცდარია იმის დაკავშირება, რომ გადავადებები მოხდა გუშინდელი განცხადების მერე. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბევრჯერ პრაქტიკულად დადასტურდა ამ პროექტის მნიშვნელობა, იგივე 300 მილიონი იქნა გამოყოფილი ინფრასტრუქტურის და მიწების შესყიდვაზე, რაც ადასტურებს ამ პროექტის მნიშვნელობას ჩვენთვის. სახელმწიფო მდივანმაც საკუთარ გამოსვლაში სწორედ ამას გაუსვა ხაზი”- განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისივე თქმით, ანაკლიის პროექტის პრიორიტეტულობას დასტურებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იგი წარადგინა ევროკავშირში პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში და ასევე პროექტი ჩადებულია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში.

ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა ასევე შეაფასა სახელწმიფო მდივნის განცხადება, რითიც მაიკ პომპეო მიესალმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. ზალკალიანის თქმით აშშ-ს მხრიდან რეფორმებს მაღალი შეაფსება მიეცა სახელწმიფო მდივანთან გამართულ დახურულ შეხვედრაზეც.

“სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე ამ დემოკრატიულ რეფორმებზე საუბარი იყო მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში. მან ძალიან კარგად მიიღო ის მიმდინარე რეფორმები რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ ახორციელებს, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღა. ხელისუფლების მხრიდან არის პოლიტიკური ნება გამოხატული, რაც ძალიან კარგად ესმით პარტნიორებს. მინდა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ იმას თუ რა თქვა პრეს-კონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა და არა იმას, თუ როგორ ინტერპრეტეციას უკეთებენ მის გამონათქვამს სხვადასხვა პოლიტიკური ძალები. აქ საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს და და როდესაც სახელმწიფო მდივანი საუბრობს რომ იგი მიესალმება რეფორმების გაგრძელებას რომელსაც ვახორციელებთ, ეს რეფორმები მისთვის მისაღები რომ არ იყოს, არც მიესალმებოდნენ. ამიტომ გთხოვთ საზოგადოებას ნუ შეიყვანთ შეცდომაში”-განაცხადა დავით ზალაკლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები