ტრამპმა მედიას, შემთხვევით, მექსიკასთან შეთანხმების “საიდუმლო” ნაწილი აჩვენა (ფოტო)

“ვაშინგტონ პოსტის” ფოტოგრაფმა, ჯაბინ ბოცფორდმა გადაიღო და შემდეგ გაშიფრა აშშ-სა და მექსიკას შორის “საიდუმლო” შეთანხმება, რომელიც დონალდ ტრამპმა შორიდან აჩვენა ჟურნალისტებს.

“მექსიკის ხელისუფლება, შიდა კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ქმედით ნაბიჯს გადადგამს, რათა მოხდეს შეთანხმების ამოქმედება  უახლოეს 45 დღეში”, – წერია ტექსტში.

მანამდე კი აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ მექსიკასთან შეთანხმების ყველა დეტალი საჯარო არ იყო. მისი სიტყვები კი მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდმა უარყო და თქვა, რომ მემორანდუმის ყველა პუნქტი საჯაროდ იყო განხილული. თუმცა ტრამპმა თავისი სიტყვების დასამტკიცებლად  მედიის წარმომადგენლებს “საიდუმლო” შეთანხმების ფურცელი შორიდან აჩვენა, რა დროსაც “ვაშინგტონ პოსტის” ფოტოგრაფმა მოასწრო ფურცლისთვის ფოტოს გადაღება და შემდგომ მისი გაშიფრვა.

შეგახსენებთ, ივნისის დასაწყისში ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა და მეხიკომ მიაღწიეს შეთანხმებას მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით,. რაც საფუძველი გახდა იმისა, რომ განუსაზღვრელი ვადით გადაწეულიყო მექსიკისთვის სავაჭრო ვალდებულებების დაკისრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები